დიდი ოფისებისთვის
არომატული ყავის ინოვაციური გამოცდილების შესაქმნელად.
რას ნიშნავს მეამა შენს სამუშაო სივრცეში?
ყავის მარტივ და ინოვაციურ მოხმარებას
მეამას “დროფერი” სმარტფონის ერთი დასკანერებით გაძლევს საშუალებას ფავორიტი ყავის კაფსულა რამდენიმე წამში შეიძინო. მასში შესაძლებელია განთავსდეს ამერიკული და ევროპული ფორმატის 1000+ კაფსულა.
ეს არის მეამას უნიკალური, ინოვაციური მოწყობილობა - სპეციალურად დიდი ოფისებისთვის, სადაც დრო განსაკუთრებულად ფასობს და თანამშრომლები სიმარტივეს აფასებენ. დროფერს არ გააჩნია ანალოგი მსოფლიოში და ის მეამას ინჟინრების მიერ არის შექმნილი.
ყავის კაფსულების მრავალფეროვნებას
მეამას ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულები - სხვადასხვა ინტენსივობით, არომატებით და გემოებით.
გამოცდილების სიმარტივეს
ყავის აპარატის ერთი ღილაკი და სულ რამდენიმე წამში მიღებული არომატული ყავის გამოცდილება. შეუკვეთე მეამას დროფერი და ევროპული ან ამერიკული ფორმატის აპარატი დროებით სარგებლობაში გადმოგეცემა.
მუდმივ მხარდაჭერას
საუკეთესო გამოცდილებისთვის, მეამა გთავაზობს როგორც დროფერის, ისე ყავის აპარატების 24 საათიან ტექნიკურ მხარდაჭერასა და კაფსულების უფასო მიწოდების სერვისს. შენი ბიზნეს ასისტენტი ნებისმიერ საკითხზე გაგიწევს დახმარებას, რაც მეამას პროდუქციასა და სერვისს ეხება.