ბარებისთვის და რესტორნებისთვის
არომატული ყავის მოხმარების ახალი სტანდარტის დასანერგად.
რას ნიშნავს მეამა შენს სამუშაო სივრცეში?
უსაზღვრო შესაძლებლობებს
მეამას პროფესიონალური აპარატი ამზადებს ყავას როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ფორმატის კაფსულებით. კაპუჩინოსა და რძის ბაზაზე დამზადებული ყავის სხვა სასმელებისთვის, აპარატს დამატებით აქვს რძის ამომყვანი და ცხელი წყლის არხები. ყავის აპარატი სპეციალური ღილაკით, ასევე ამზადებს მეამას კაფსულის ჩაის.
შეუკვეთე მეამას ყავის კაფსულები და ორპორტიანი აპარატი დროებით სარგებლობაში გადმოგეცემა.
ყავის კაფსულების მრავალფეროვნებას
მეამას ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულები - სხვადასხვა ინტენსივობით, არომატებით და გემოებით. ყავასთან ერთად, მეამა გთავაზობს ჩაის 9 უნიკალურ კაფსულას.
სასიამოვნო და კომფორტულ მოხმარებას
მეამას კაფსულების სათავსო “ჰოლდერი” და განსხვავებული ზომის ფაიფურის ჭიქები - არომატული ყავის კუთხის მოსაწყობად. შეუკვეთე მეამას ყავის კაფსულები და აქსესუარები გადმოგეცემა დროებით სარგებლობაში.
სურვილისამებრ, შეგიძლია შეიძინო განსაზღვრული რაოდენობის ბრენდირებული მუყაოს ჭიქები და ერთჯერადი შაქრის სტიკები.
მუდმივ მხარდაჭერას
საუკეთესო გამოცდილებისთვის, მეამა გთავაზობს 24 საათიან ტექნიკურ მხარდაჭერასა და უფასო მიწოდების სერვისს. შენი ბიზნეს ასისტენტი ნებისმიერ საკითხზე გაგიწევს დახმარებას, რაც მეამას პროდუქციასა და სერვისს ეხება.